01.03.2016 / 11:04
შრიფტის ზომა:

იუპიტერის "დაპირისპირება" - მარტის მთავარი ასტრონომიული მოვლენა

იუპიტერი მზის სისტემის მეხუთე, ყველაზე დიდი ციური სხეულია, რომელიც გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას მიეკუთვნება. იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე.

ზოგიერთი მკვლევარის თქმით, უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო, პლანეტა მზის სისტემის, ნამდვილი, მტვერსასრუტია.

ჩვეულებრივ, პლანეტის დანახვა სპეციალური აპარატურის გარეშე რთულია. თუმცა 13 თვეში ერთხელ, ე. წ. "დაპირისპირება" ხდება, რა დროსაც, ციური სხეული "მზე–დედამიწის" ხაზის გაგრძელებაზე მდებარეობს და დედამიწიდან მზის საპირისპირო მიმართულებით მისი დანახვა მარტივად შეიძლება.

იუპიტერის უახლოესი "დაპირისპირება" 2016 წლის 8 მარტს მოხდება, როდესაც მისი მანძილი დედამიწამდე, 664 მილიონ კილომეტრს გაუტოლდება. მცირე დურბინდის დახმარებით, შესაძლებელი გახდება იუპიტერის თანამგზავრების: იოს, განიმედის, ეროპისა და კალისტოს დანახვაც.

აღსანიშნავია, რომ 12 წელიწადში ერთხელ, იუპიტერის დიდი "დაპირისპირება" ხდება. ამ დროს პლანეტა თავისი ორბიტის პერიჰელიის ახლოს მდებარეობს, ხოლო მისი სიკაშკაშე და ხილვის ხარისხი მაქსიმუმს აღწევს.



მომდევნო დიდი "დაპირისპირების" ხილვა, 2022 წლის 26 სექტემბერს იქნება შესაძლებელი.

 

მომზადებულია nat-geo-ს მიხედვით