29.02.2016 / 13:07
შრიფტის ზომა:

მარსზე შენობების აგება იქნება შესაძლებელი

მარსის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პროექტი Mars One გაჩნდა, რომელიც წითელ პლანეტაზე ადამიანების დასახლებას ითვალისწინებს.

თუმცა, პლანეტაზე ცივილიზაციის განვითარებისთვის არაერთი ბარიერი არსებობს. მეცნიერები ცდილობენ პასუხი გასცენ ყველა იმ გამოწვევას, რაც მარსზე ადამიანის დასახლებისთვის არის აუცილებელი.

ერთ-ერთი მათგანია წითელ პლანეტაზე შენობების აშენება, სადაც მომავალში ადამიანები იცხოვრებენ და იმუშავებენ. კერძოდ, მკვლევარები ცდილობენ მარსზე აღმოაჩინონ ისეთი მასალა, რომლითაც მშენებელობა გახდება შესაძლებელი.

ჩიკაგოელმა მკვლევარებმა ერთი შესაძლო გამოსავალი უკვე იპოვეს. მათ შეძლეს შეექმნათ სამშენებლო მასალა იმ ნივთიერებებისგან, რაც მარსზე ბუნებრივად არსებობს, ესენია - ქვიშა და გოგირდი.

განსხვავებით ტრადიციული ბეტონისგან, "მარსული ბეტონის" დასამზადებლად წყალი საჭირო არ იქნება, რაც მარსზე ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ რესურსს წარმოადგენს.