როგორ იცხოვრებს კაცობრიობა 2116 წელს | Allnews.Ge

როგორ იცხოვრებს კაცობრიობა 2116 წელს

"სამსუნგის" კუთვნილმა მაღალტექნოლოგიურმა კომპანია "Smart Things"-მა, მეცნიერებსა და ფუტუროლოგებს კვლევა ჩაატარებინა, თემაზე: როგორ იცხოვრებს კაცობრიობა 2116 წელს.

Smart Things Future Living Report-ის ანგარიშის თანახმად, ას წელიწადში ჩვენ წარმოუდგენლად მაღალ ცათაბრჯენებში, უზარმაზარ წყალქვეშა ქალაქებსა და მიწის ქვეშ, 25 მეტრის სიღრმეზე ვიცხოვრებთ.

ჩვენი შთამომავლები გადაადგილებისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ. ე.წ. დრონები ისეთივე გავრცელებული სატრანსპორტო საშუალება იქნება, როგორც დღეს ველოსიპედია.

"ჩვენი დღევანდელი ცხოვრება 1916 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა, მომდევნო ას წელიწადში, ისეთი "სეისმური" ცვლილებები მოხდება, რომელიც 2116 წლის ცხოვრებას ძნელად საცნობს გახდის" - - ამბობს კვლევის მთავარი ავტორი პროფესორი მეგი ადერინ-პოკოკი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასი წლის შემდეგ 3D პრინტერებით დაიბეჭდება არამხოლოდ ავეჯი, არამედ შენობები და საკვები პროდუქტებიც კი. რაც შეეხება კომუნიკაციას ადამიანებს შორის, შეხვედრები და თათბირები სამსახურში ჰოლოგრამების საშუალებით გაიმართება.

100 წლის განმავლობაში კაცობრიობა მოახდენს ჯერ მთვარის, შემდეგ კი მარსის კოლონიზაციას.

კომერციული ფრენები ღია კოსმოსში ისეთივე რიგითი მოვლენა გახდება, როგორიც დღეს თვითმფრინავით გაფრენაა.

ჩვენ სახლები "ჭკვიანი" გახდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კედლები გადაიქცევა უზარმაზარ თხევადკრისტალიან პანელებად, რომელიც სახლის მფლობელის სურვილის მიხედვით, საჭირო ფერს მიიღებს. შესაბამისად, ბინის გარემონტების საჭიროებაც აღარ იარსებებს.

 

myquiz