როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი | Allnews.Ge

როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი

წარმოიდგინეთ, რომ ყველა ტრანსპორტი, რომელიც ფანტასტიკურ ფილმებში გინახავთ, რეალობად იქცეს.

წარმოგიდგენთ ფუტურისტულ ტრანსპორტს, რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში შესაძლოა, მართლაც ვიხილოთ.

სქაიტრანი

თელ-ავივში საცობებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია. რის გამოც, უახლოეს მომავალში ისეთი სატრანსპორტო საშუალების გაშვება იგეგმება, რომელიც ქუჩებში არსებულ ვითარებას შეამსუბუქებს. ისრაელში გადაწყვიტეს, შექმნან სქაიტრანი, რომელიც მიწიდან ექვსი მეტრის სიმაღლეზე, ლიანდაგისმაგვარ მილებზე იქნება დაკიდებული. ხალხს შეეძლება მისი გამოძახება და უახლოეს სადგურამდე მისვლა. მართალია,სქაიტრანის ფასი ავტობუსზე ცოტა ძვირი იქნება, მაგრამ ტაქსზე იაფი. სქაიტრანი საათში 241 კილომეტრი სიჩქარით იმოძრავებს.

სკარაბი

ეს კონცეპტუალური მანქანა მოტოციკლის ფორმისაა, თუმცა დახურულია და საბარგული აქვს. სქარაბი ბატარეაზე და ბიოსაწვავზე ივლის. მას ექნება ავტოპილოტის ფუნქცია. შესაბამისად, სამსახურის შემდეგ დაღლილი, თავისუფლად შეძლებთ დაძინებას, სახლში კი თავად მიგიყვანთ სკარაბი.

სკაილონი

2013 წელს დიდ ბრიტანეთში 90 მილიონი დოლარის ბიუჯეტის პროგრამა დაანონსდა , რომელიც დედამიწაზე უსწრაფესი თვითმფრინავის შექმნას ისახავდა მიზნად. სქაილონს შეეძლება 300 კაციანი ეკიპაჟის ლონდონიდან სიდნეიში ოთხ საათში გადაყვანა. გარდა ამისა, ხომალდს ა კოსმოსში გაფრენაც შეეძლება.

სკაილონის შექმნა ჯერ ახალი დაწყებულია და დახარჯულმა თანხამ შესაძლოა, მილიარდ დოლარს მიაღწიოს. თუმცა, მეცნიერების უმრავლესობა პროექტისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, სქაილონი 2017 წლისთვის მზად იქნება.

სუპერკავიტაცია

სუპერ კავიტაცია არის ეფექტი, რომელსა თხევად საგნებთან მიმართებაში აირის ძლიერი ფორმირება ქმნის. ანუ, სუპერკავიტაციის შემთხვევაში, ობიექტს შეეძლება წყლის ზედაპირზე დიდი სისწრაფით გადაადგილება ისე, რომ არ დასჭირდება ბევრი საწვავი. მომავლის ტრანსპორტი ძალიან სწრაფი იქნება და მისი დაფიქსირება რადარებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება. სისწრაფით  მან შესაძლოა, ტორპედოებსაც გაუსწროს.

მართალია, ასეთი ტრანსპორტი უფრო სამხედრო ოპერაციებში გამოდგება, მაგრამ არც მსგავს იახტებზე იქნებოდა ურიგო ფიქრი.

ველოსიტი

2006 წელს, ტორონტოში განაცხადეს, რომ მაღალსიჩქარიანი სატრანზიტო ველო სისტემის შექმნას გეგმავენ. იდეა ასეთია: აშენდეს გზატკეცილის ფართობის მილები, რომლებშიც ივლიან ველოსიპედები. მილებში იქნება კლიმატური მართვის ფუნქცია, შედეგად, ველომძღოლები ვერც სიცივეს იგრძნობენ, ვერც სიცხეს. პროექტი ფინანსების არარსებობს გამო დროებით შეჩერებულია.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

myquiz