20.02.2016 / 16:23
შრიფტის ზომა:

ნელი ინტერნეტი ადამიანში სტრესს იწვევს

ნელი ინტერნეტი იმაზე მეტ სტრესს იწვევს ადამიანში, რასაც საშინელებათა ფილმების ყურება. ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში - Ericsson Mobility Report.

მკვლევარებმა ნეიროსამეცნიერო ტექნოლოგია გამოიყენეს იმის შესასწავლად, თუ რა რეაქციები აქვთ ადამიანებს ვებგვერდების დათვალიერებისას და ინტერნეტში ვიდეორგოლების ნახვისას. ცდის დროს არამხოლოდ ადამიანების შეგრძნებები შეისწავლეს, არამედ მათი თვალის მოძრაობა, ტვინის აქტივობა და გულისცემის სიჩქარე.

კვლევის მონაწილეების ნაწილი ვიდეოებს შენელებული ტემპით უყურებდა, ნაწილი კი პირიქით შეუფერხებლად, რის შემდეგაც ისინი განცდილ სტრესს აფასებდნენ.

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ვებგვერდებისა და ვიდეოების ჩატვირთვის ლოდინის დროს მომხმარებლების გულის ცემის სიჩქარე საშუალოდ 38 პროცენტით იზრდებოდა. ეს იგივეა, რაც რთული მათემატიკური მაგალითის ამოხსნის დროს მიღებული სტრესი, და იმაზე მეტია, რასაც საშინელებათა ფილმის ნახვა იწვევს.