ფრინველების ორგანიზმში აღმოჩენილი თეთრი უჯრედი ადამიანისთვის მომაკვდინებელ ინფექციებს ანადგურებს
ბევრი შინაური ცხოველი სხვადასხვა ინფექციური დაავადების მატარებელია. ვირუსების უმრავლესობა ჯანმრთელი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ სიტუაცია იცვლება, როცა საქმე აივ-ინფიცირებულებს ეხება.
მაგალითად, მტრედისა და სხვა ფრინველის ფეკალია Cryptococcus neoformans-ის სოკოს შეიცავს, რომელიც შიდსით დაავადებული ადამიანისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. ეს სოკო ინფექციურ დაავადება კრიპტოკოკოზს იწვევს, რომლის გამოც, ყოველწლიურად მსოფლიოში აივ ინფიცირებულების 10% იღუპება.
მეცნიერებს დიდი ხანია აღელვებთ შემდეგი კთხვა: თუ ვირუსი ამდენად აქტიურია, რატომ არ ხდება ფრინველების დაინფიცირება?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეფილდისა და ბირმინჰემის უნივერსიტეტების მიკრობიოლოგთა გუნდმა გადაწყვიტა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ Cryptococcus neoformans-ს შეუძლია, ფრინველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში განვითარება, მაგრამ რა წამს კი შეეცდება სხეულის სხვა ნაწილში შეღწევას, მას ფრინველის იმუნოსისტემა ანადგურებს. ფრინველს ამ ვირუსისგან თეთრი სისხლის უჯრედები სახელწოდებით მაკროფაგები იცავენ.
"ფრინველის უჯრედების მიკროსკოპული შესწავლის დროს დავინახეთ, რომ სწორედ მაკროფაგები ბლოკავენ ვირუსს, რომელიც ადამიანისთვის შესაძლოა მომაკვდინებელი იყოს", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი საიმონ ჯონსტონი.
მისი თქმით, თუ მეცნიერები შეისწავლიან, რა გზით უწევენ ცხოველები წინააღმდეგობას ამ ინფექციას, შესაძლებელი გახდება ადამიანის იმუნური რეაქციის გაუმჯობესება კრიპტოკოკოზთან ბრძოლაში.
White blood cell found in birds 'can destroy fatal infection'