ჭკვიანი მაცივარი "სამსუნგისგან" | Allnews.Ge

ჭკვიანი მაცივარი "სამსუნგისგან"

ლას-ვეგასში 2016 წლის ტექნოლოგიების გამოფენაზე, კომპანია "სამსუნგმა" ახალი ულტრათანამედროვე ე.წ ჭკვიანი მაცივარი წარადგინა, რომლის მართვა სმარტფონის აპლიკაციითაა შესაძლებელი.

სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მაცივარს ინტერნეტთან წვდომა გააჩნია და Wi-Fi-ის მეშვეობით მოხმარებელს შეუძლია ნახოს მაცივარში პროდუქტების მდგომარეობა და მათი რაოდენობა.

სამზარეულოს ინოვაციური ნივთი აღჭურვილია 21.5 ინჩიანი Full HD ეკრანით. მას შეუძლია ღონისძიებების დაგეგმვა, საჭირო პროდუქტების სიის შენახვა. მაცივრის ეკრანის გამოყენება შეიძლება როგორც ტელევიზორის, კომპიუტერის, ასევე მუსიკის მოსასმენად.

myquiz