სუპერკომპიუტერს აშშ-ის პრეზიდენტობა შესთავაზეს | Allnews.Ge

სუპერკომპიუტერს აშშ-ის პრეზიდენტობა შესთავაზეს

სუპერკომპიუტერ IBM Watson-ს უფრო ობიექტური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, ვიდრე ადამიანს. ის აშშ-ის საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდა, ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს და საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.

ასეთი ინიციატივით ამერიკელი ენთუზიასტები გამოვიდნენ და კომპიუტერის ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი პეტიციაც გამოაქვეყნეს.

სუპერკომპიუტერი IBM Watson-ი ამერიკულ კორპორაცია IBM-ის ერთი მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია, რომელიც დღესდღეობით, მსოფლიოში ყველაზე სურლყოფილ და დახვეწილ ხელოვნურ ინტელექტს წარმოადგენს.

2011 წელს სუპერკომპოუტერმა აშშ-ში პოპულარულ ტელევიქტორინა "Jeopardy"-ში გაიმარჯვა. ბოლო წლებია კი, სწავლას განაგრძობს და ახალ სპეციალობებს ეუფლება, მათ შორის სამედიცინო სფეროში.

IBM Watson-ის ავტორიტეტი მედიცინაში იმდენად დიდია, რომ, მაგალითად, ნიუ იორკის კიბოს მკურნალობის ცენტრში, მედდები სუპერკომპიუტერის ბრძანებებს ხშირად ასრულებენ, რადგან ხელოვნურ ინტელექტს ამ კუთხით სიღრმისეული ცოდნა აქვს.

"ჩვენ გვჯერა, რომ Watson-ის ინფორმაციის სტრუქტურირების უნიკალური შესაძლებლობები და უნარი, მიიღოს კომპეტენტური და გამჭვირვალე გადაწყვეტილებები, გახდიდა მას აშშ-ის პრეზიდენტობის იდეალურ კანდიდატად", - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

პეტიციის გამოქვეყნების შემდეგ IBM Watson-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სუპერკომპიუტერს წინასაარჩევნო კამპანიისთვის ახლა არ სცალია, რადგან სხვა მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული, თუმცა სამომავლოდ, ხელოვნური ინტელექტის არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხეს.

"ახლა IBM Watson-ი წინასაარჩევნო რბოლაში არ მონაწილეობს. ის სხვა მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული - ეხმარება ექიმებს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში, მასწავლებლებს კი - განათლების სისტემის დახვეწეაში" , - ამბობენ IBM Watson-ის წარმომადგენლები.

myquiz