აშშ-ის ერთი დიდი ქალაქიდან მეორეში მგზავრებს სპეციალური კაფსულებით გადაიყვანენ | Allnews.Ge

აშშ-ის ერთი დიდი ქალაქიდან მეორეში მგზავრებს სპეციალური კაფსულებით გადაიყვანენ

კომპანია Hyperloop Technologies-მა ინოვაციური სატრანსპორტო სისტემის, Hyperloop („ჰიპერკვანძის“) პირველი მონაკვეთის მშენებლობა დააანონსა. პოლიგონი, სადაც მაგისტრალი აშენდება, ნევადას უდაბნოში მდებარეობს.

ჩანაფიქრის თანახმად, აშშ-ის ყველა დიდ ქალაქს შორის უზარმაზარ მილებს გაიყვანენ, რომლის საშუალებითაც, საათში 1 130 კმ სიჩქარით, მგზავრებსა და ტვირთებს სპეციალური კაფსულით გადაიყვანენ. სიჩქარე კი დაახლოებით საათში 1 120 კილომეტრი იქნება.

ზებგერითი სიჩქარის მქონე ტრანსპორტის შექმნის იდეა ცნობილ მილიარდერს, კორპორაცია Tesla Motors-ისა და SpaceX-ის მფლობელს, ილონ მასკს ეკუთვნის.

მისი ჩანაფიქრი ეფუძნება პნევმატური ფოსტის პრინციპს, რომელიც ბევრ ამერიკულ და ევროპულ ქალაქებში ათწლეულების განმავლობაში ეფექტურად მუშაობდა.

2016 წლის ბოლოსთვის ნევადას უდაბნოში დაგეგმილია 200 მილის გაერთიანება ერთ სისტემად, რომლის სიგრძე 3 კილომეტრი იქნება. ექსპერტები ილონ მასკის იდეას სკეპტიკურად უყურებენ, რადგან უცნობია, რამდენად უსაფრთხო იქნება მგზავრებისთვის ასეთი ტრანსპორტით გადაადგილება.

ამ ეტაპზე Hyperloop Technologies-მა პროექტის განსახორციელებლად მხოლოდ 37 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა შეძლო, მაშინ როცა ლოს ანჯელესიდან სან-ფრანცისკომდე მაგისტრალის მშენებლობა 8 მილიარდი აშშ დოლარი ღირს.

myquiz