21.01.2016 / 11:57
შრიფტის ზომა:

თვითმფრინავი, რომელსაც მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში კაბინა ეხსნება

Player load error!


შესაძლებელია თვითმფრინავის კატასტროფას გადაურჩეს ადამიანი? უკრაინელი ავიაინჟინერი ვლადიმირ ტატარენკო სამი წელია ამ საკითხზე მუშაობს და მან ეს შეძლო. ავიაინჟინერმა გამოიგონა თვითმფრინავის კაბინა, რომელიც შესაძლებელია საფრთხის დროს რამდენიმე წამში მოძვრეს თვითმფრინავს. კაბინას შეუძლია როგორც წყალზე, ისე მიწაზე დაშვება. მას პარაშუტები აქვს კიდეებზე მიმაგრებული. ”თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენა შესაძლებელია”, - განაცხადა ვლადიმირ ტატარენკომ.

ზოგი ფიქრობს, რომ კაბინა, რომლის მოშორებაც თვითმფრინავის ცხვირიდან ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი, მის სტრუქტურულ ინტეგრაციას შეუშლის ხელს. კაბინის ფუნქცია უსარგებლო იქნება თუ თვითმფრინავი აფეთქდა ან ცეცხლი გაუხსნეს. ამასთან, პილოტებს გადარჩენის შანსი არ აქვთ. ასეა თუ ისე, გამომგონებელმა კითხვარი შეაგდინა, რომლის თანახმად, ადამიანების 95 პროცენტი უფრო მეტს გადაიხდიდა ფრენაში დამატებითი უსაფრთხოების სისტემის გამო.