"ამ წლების უკან უდიდესი შრომა იმალება და ძალიან მიხარია, რომ შესაბამისი შედეგი მივიღე..." - რას ამბობენ აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა მიიღეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. აბიტურიენტებმა დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში თავიანთი შეფასებები გაიგეს.
რამდენიმე წარმატებულ აბიტურიენტს გაგაცნობთ, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლეს:
ქეთი სოფრომაძემ წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზია დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის მიმართულებით აპირებს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლო და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

- ორ მთავარ ფაქტორს გამოვყოფ - პირველ რიგში, ვფიქრობ, სკოლასა და მასწავლებელს, რომელთანაც ვემზადებოდი, განსაკუთრებული როლი აქვს. მეორე, რა თქმა უნდა, შრომა და მონდომება აუცილებელია. შედეგის მისაღწევად ბევრი ვიშრომე. ლიტერატურა და ფილმების ყურება ძალიან მიყვარს. სხვადასხვა აქტუალურ თემას ვეცნობოდი და მგონია, საბოლოოდ, ყველაფერი გამომადგა.
ოჯახისა და მასწავლებლების მხარდაჭერას ძალიან დიდი როლი აქვს. გარდა შრომისა, მათი მოტივაცია და იმედი მეხმარებოდა, რომ კარგი შედეგისათვის მიმეღწია.
სხვა აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ ნუ ინერვიულებენ. დროის სწორად გადანაწილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეცადინეობის პარალელურად, დასვენებაც აუცილებელია. გქონდეთ თქვენი თავის იმედი და გჯეროდეთ საკუთარი მიზნების.
ლუკა ადეიშვილმა სკოლა "ოპიზა" დაამთავრა. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური, 60 ქულა აიღო. ინგლისურ ენაში კი 70-დან 69 ქულა მიიღო. ის სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის მიმართულებით აპირებს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. იხილეთ სრულად