რომელ საგანში "იჭრება" ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი და რომელ საგანში იწერება ყველაზე მაღალი ქულები
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. აბიტურიენტები კი ამ დღეებისთვის განსაკუთრებით ემზადებიან და სურთ, რაც შეიძლება, მაღალი შეფასება მიიღონ. წლიდან წლამდე სხვადასხვა საგანში დაფიქსირებული მაქსიმალური შეფასების სტატისტიკა იცვლება. დღეს გთავაზობთ 2020 წლიდან 2023 წლამდე არსებულ სტატისტიკას, ძირითად საგნებში რამდენმა აბიტურიენტმა მოახერხა მაქსიმალური ქულის მიღება და რამდენმა გადალახა მინიმალური ზღვარი:
2023 წლის სტატისტიკა:
ქართული ენა და ლიტერატურა
- I ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (60) ქულა 5-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- II ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (60) ქულა 21-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- III ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (60) ქულა 17-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- IV ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (60) ქულა 17-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- V ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (60) ქულა 14-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- VI ვარიანტში მაქსიმალური შეფასებად 48 ქულა დაფიქსირდა და 1-მა აბიტურიენტმა მიიღო.
ჯამში 2023 წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულა 74-მა აბიტურიენტმა მიიღო.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.44 % -მა.
ინგლისური ენა :
- I ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (70) ქულა 66-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- II ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (70) ქულა 183-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- III ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (70) ქულა 143-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- IV ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (70) ქულა 104-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- V ვარიანტში მაქსიმალური შეფასება (70) ქულა 152-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- VI ვარიანტში მაქსიმალური შეფასებად 65 ქულა დაფიქსირდა და 1-მა აბიტურიენტმა მიიღო.
ჯამში 2023 წელს ინგლისურ ენაში მაქსიმალური 70 ქულა 648 აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.57 % -მა.
ბიოლოგიაში 2023 მაქსიმალური 70 ქულა არავის მიუღია. ყველაზე მაღალი შეფასება 69 ქულა იყო და 2-მა აბიტურიენტმა შეძლო მიღება. კონკურსში მონაწილეობა აბიტურიენტთა 85.29%-მა გააგრძელა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 14.71 % -მა.
ქიმიაში კი მაქსიმალური 63 ქულის მიღება 8 აბიტურიენტმა შეძლო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 19.53 %-მა.
ფიზიკაში მაქსიმალური შეფასება - 63 ქულა არ დაწერილა. 62 ქულა კი 3-მა აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 30.95 % -მა.