რომელ საგანშია ყველაზე დიდი კონკურსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - სტატისტიკა და წინა წლის მონაცემების შედარება | Allnews.Ge

რომელ საგანშია ყველაზე დიდი კონკურსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - სტატისტიკა და წინა წლის მონაცემების შედარება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

წელსაც ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგნად ისტორიის ჩაბარება გადაწყვიტა, ყველაზე ნაკლებმა კი ხელოვნებას მიანიჭა უპირატესობა.

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ისტორია აირჩია – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა აირჩია – 17 000-მდე აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა აირჩია – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება აირჩია- 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია აირჩია – 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა აირჩია – 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია აირჩია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ხელოვნება აირჩია – 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

იხილეთ სრულად

myquiz