რა საფრთხე ემუქრებათ ბავშვებს, ვისაც მშობლები ინტიმურ თემებზე სათანადო ცოდნას დროულად არ უზიარებენ? | Allnews.Ge

რა საფრთხე ემუქრებათ ბავშვებს, ვისაც მშობლები ინტიმურ თემებზე სათანადო ცოდნას დროულად არ უზიარებენ?

ბავშვებისგან ინტიმურ თემებზე საუბარი და შეკითხვების მოსმენა, უფროსებს, როგორც წესი, არ სიამოვნებთ. მშობლები ღელავენ, რომ რაც უფრო ადრე ექნებათ ბავშვებს ეს ინფორმაცია, უფრო ადრე ემუქრებათ სქესობრივი ცხოვრების დაწყება, ნაადრევი ქორწინება და ის პრობლემები, რომლებიც ნაადრევ სექსს მოსდევს თან. სინამდვილეში არაერთი კვლევა და ცხოვრებისეული პრაქტიკა მიუთითებს, რომ სწორად და დროულად მიწოდებული ინფორმაცია მოზარდს ყველა ზემოჩამოთვლილისგან იცავს. ქვეყნებში, სადაც სქესობრივი განათლებას საკმარისი დრო ეთმობა, ახალგაზრდები გაცილებით გვიან იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, ნაკლებია ნაადრევი ორსულობებისა და აბორტების რიცხვი, ნაკლებია სქესობრივი ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები.

ინტიმურ ურთიერთობებზე საუბარი ბევრ ზრდასრულსაც კი უჭირს. ამიტომ ხშირად ვერ ვპასუხობთ ბავშვის „უხერხულ“ კითხვებს: სიტყვა „სექსზე“ მშობლები წითლდებიან, ფერმკრთალდებიან, ხუმრობაში ატარებენ ან საყვედურობენ ბავშვს: „არ გრცხვენია, ასეთი კითხვების დასმა? გაიზრდები და გაიგებ." მშობლები ვერ ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ამ კითხვებზე ჩვენი რეაქციებით ყალიბდება ბავშვის გენდერული ცნობიერება და ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან.

შეგიძლიათ თავი ისე დაიჭიროთ, თითქოს გოგოებს არ აქვთ მენსტრუაცია, ხოლო ბიჭებს - „სველი“ სიზმრები, მაგრამ ადრე თუ გვიან ბავშვი ამას თავად გაიგებს, თუმცა რა ხარისხის და რამდენად ჯანსაღი იქნება იქნება ეს ინფორმაცია, არავინ იცის.

რა ასაკში უნდა გაიგოს ბავშვმა სექსის შესახებ სექსუალური განათლებისთვის ყველაზე შესაფერისი პერიოდი 8-9-დან 10-11 წლამდე ასაკია, ანუ სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე ერთი წლით ადრე. სწორედ ამ ასაკშია საჭირო ბავშვს ავუხსნათ, რა არის სქესობრივი ურთიერთობა და განვიხილოთ ყველა ის თემა, რომელიც პირადი სივრცის დაცვას ეხება, ასევე ქალისა და მამაკაცის ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს. ამ ცოდნით ბავშვი სწრაფად ამჩნევს არაჯანსაღ შეხებასა და ინტერესს პოტენციური მოძალადისგან, მეორე მხრივ კი იმდენად აღარ სტრესავს და აკომპლექსებს საკუტარ სხეულში მიმდინარე ცვლილებები.

გაურკვევლობა და სიმკაცრე, რომელსაც მშობლები ბავშვებთან ინტიმური თემების წამოჭრისას იჩენენ, არა მხოლოდ არასწორი, არამედ საშიშიცაა. თქვენ უნდა გეშინოდეთ არა იმის, რომ ბავშვი სიმართლეს ნაადრევად გაიგებს და ამით ზიანი მიადგება, არამედ იმისა, რომ შეიძლება სხვამ“ დაგასწროთ“, ისარგებლოს ბავშვის გულუბრყვილობით და ზიანი მიაყენოს.

ბავშვმა უნდა გაიგოს მოახლოებული პუბერტატის შესახებ, რა არის „სველი სიზმრები“ და რა არის მენსტრუაცია. ბიჭმაც და გოგომაც უნდა იცოდნენ საპირისპირო სქესის პუბერტატის თავისებურებები. თუ გრძნობთ, რომ ბავშვი ჯერ არ არის მზად, შეგიძლიათ დაელოდოთ სქესობრივ მომწიფებას - 12-13 წლამდე, მაგრამ არა უგვიანეს 15 წლისა.

რაზე ვილაპარაკოთთუ გსურთ, რომ ბავშვს სწორი აზრები მიაწოდოთ, მაშინ ყველაფერზე უნდა ისაუბროთ. არ არსებობს თემები, რომლებიც მშობლებისგან დამალული უნდა იყოს. მხოლოდ მშობლებისგან უნდა ისწავლოს ბავშვმა ორ ადამიანს შორის სიყვარული , პარტნიორის პატივისცემა, ღირსება და ოჯახის დაგეგმვა. იხილეთ სრულად

myquiz