მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ | Allnews.Ge

მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

შესაბამისი განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობებს განათლების მინისტრის მოადგილეები - თემურ მურღულია და ლია გიგაურიც ტოვებენ.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. ცვლილებები გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში იხილავთ დანარჩენ ცვლილებებს", - განაცხადა ბატიაშვილმა.

myquiz