ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, კონდიციონერი მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში იქნება | Allnews.Ge

ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, კონდიციონერი მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში იქნება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, წელს კონდიციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აცხადებს.

"ბატონი მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, რომ კონდენცირების სისტემა წელს ყოფილიყო, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძალიან რთული ვითარება იყო რუსთავის საგამოცდო ცენტრში, რადგან მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას შენობას, ამიტომ, როგორც საპილოტე პროექტი, მხოლოდ ამ საგამოცდო ცენტრში იქნება წელს კონდენციონერი. გულწრფელად გეტყვით, ეს უსამართლოდ მიმაჩნია, არც მინისტრისთვის დამიმალავს ჩემი აზრი. ასევე ვცადე ამეხსნა, რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ კონდიცირებისას - ბევრი ადამიანი ვერ ეგუება კონდიციონერს, თან ეს ხმაურის პრობლემასაც შექმნის სექტორში. რთულია, ყველას სურვილს მოერგო. თუმცა, ამ ეტაპზე რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდენცირება იქნება", - აცხადებს მიმინოშვილი.

როგორც ცნობილია, გასული წლების განმავლობაში საგამოცდო ცენტრებში უჰაერობისა და მაღალი ტემპერატურის გამო, აბიტურიენტები და მათი მშობლები გაუსაძლის პირობებსა და კონდენცირების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

მაია მიმინოშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ, აბიტურიენტებს მიმართავს

myquiz