ინდოეთში მოსწავლეებს გამოცდებზე ფეხსაცმელებისა და წინდების ჩაცმა აუკრძალეს | Allnews.Ge

ინდოეთში მოსწავლეებს გამოცდებზე ფეხსაცმელებისა და წინდების ჩაცმა აუკრძალეს

ინდოეთის ბიჰარის შტატის ხელისუფლებამ მოსწავლეებს გამოცდების დროს ფეხსაცმელებისა და წინდების ჩაცმა აუკრძალა. აკრძალვის მთავარი მიზეზი გამოცდებზე გადაწერისა და პასუხების ფურცლების მოპარვის მომრავლებული ფაქტები გახდა.

ხელისუფლების მიერ შემოღებული ეს წესი 21 თებერვალს ამოქმედდება, როდესაც დაახლოებით 1,8 მილიონი 15 წლის ასაკის მოსწავლე მეათე კლასის გამოცდების ჩასაბარებლად მივა.

ბიჰარი უკვე დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ სტუდენტები გამუდმებით ცდილობენ გამოცდების არაკეთილსინდისიერად ჩაბარებას.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სტუდენტებს გამოცდაზე შესვლამდეც გაჩხრეკენ, გარდა ამისა საგამოცდო დარბაზში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერები, რომლის საშუალებითაც საგამოცდო პროცესს დააკვირდებიან და გააკონტროლებენ.

სტუდენტებს, რომლებიც ფეხსაცმელსა და წინდებში გამოცხადდებიან გამოცდაზე არ დაიშვებიან.

2016 წელს ბიჰარიში ისეთი მკაცრი სასჯელიც კი დაანონსეს, როგორიც დაჯარიმება და დაპატიმრებაა, იმისთვის რომ გამოცდებზე არსებული უწესრიგობისთვის ბოლო მოეღოთ.

2013 წელს სკოლაში გამოცდების გადაწერის გამო, 1600 მოსწავლე გარიცხეს, 100 მშობელი კი გამოცდის გადაწერაში შვილისთვის გაწეული დახმარებისთვის დააპატიმრეს.

myquiz