როდის გაიხსნება და ვინ ისარგებლებს ახალი სტუდენტური საცხოვრებლით | Allnews.Ge

როდის გაიხსნება და ვინ ისარგებლებს ახალი სტუდენტური საცხოვრებლით

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.

თსუ–ს ინფორმაციით, საცხოვრებელში რეგისტრაციისთვის სტუდენტების განაცხადების მიღება სექტემბრიდან დაიწყება. ამავდროულად, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება კრიტერიუმები, რის მიხედვითაც, სტუდენტების განაცხადების დაკმაყოფილება მოხდება.

"ამ დროისთვის განისაზღვრება საერთო საცხოვრებლით სარგებლობის ფასი და შეღავათები სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის," – განმარტავენ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

ახალი სტუდენტური საცხოვრებელი სამი ოთხსართულიანი კორპუსის, საზოგადოებრივ/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობისა და სპორტული მოედნისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 250 777 ლარით დაფინანსდა. საცხოვრებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა.

 

 

myquiz