ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს | Allnews.Ge

ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ოთხდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს ბლოკის მიერ 750 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი დახმარების ფონდის ფარგლებში 390 მილიარდი ევრო გრანტის - 360 მილიარდი კი - დაბალპროცენტიანი სესხის სახით გაიცემა. შეგახსენებთ, კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული მასშტაბური სტიმულირების ფონდის შექმნის თაობაზე ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ოთხი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ.

ფინანსურ საკითხებზე ევრობლოკის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო, რის გამოც მათ შეთანხმების მიღწევა გაუჭირდათ.

myquiz