აზიის განვითარების ბანკი - კორონავირუსის გამო გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა, შესაძლოა, 347 მილიარდ დოლარს მიაღწიოს | Allnews.Ge

აზიის განვითარების ბანკი - კორონავირუსის გამო გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა, შესაძლოა, 347 მილიარდ დოლარს მიაღწიოს

კორონავირუსის გამო გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა, შესაძლოა, 347 მილიარდ დოლარს მიაღწიოს- ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათი თქმით, ეკონომიკური ზრდა ჩინეთში, შესაძლოა, 0.3-დან 1.7%-მდე, აზიის განვითარებად ქვეყნებში კი 0.2-დან 0.5%-მდე შემცირდეს.

ამასთანავე მოსალოდნელია მოთხოვნის მკვეთრი შემცირებაა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმზე, საქმიან მოგზაურობაზე, ვაჭრობისა და წარმოების კავშირებზე.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან გასამკლავებლად 12 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. ბანკის მიზანია ღარიბ ქვეყნებს ვირუსის შედეგად ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს.

myquiz