საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა | Allnews.Ge

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეიზდენტის 7 მარტის განკარგულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, საუბარია, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი-ზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი. ლიკვიდატორად კი შალვა ომანაძე დაინიშნა.

„ეს განკარგულება უნდა გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში,“- აღნიშნულია განკარგულებაში.

როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, რაც დეკემბერთან შედარებით ორით ; ხოლო წინა წლის იანვართან შედარებით - ცხრით ნაკლებია.

myquiz