არჩილ ბაკურაძე - მიკროსაფინანსოების შემცირებას კატასტროფული ხასიათი არ აქვს | Allnews.Ge

არჩილ ბაკურაძე - მიკროსაფინანსოების შემცირებას კატასტროფული ხასიათი არ აქვს

„მიკროსაფინანსო კომპანიების ბაზარზე გარკვეული შემცირება არის, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ ამას კატასტროფუული ხასიათი აქვს.“ - ასე გამოეხმაურა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კომპანია „კრისტალის“ დამფუძნებელი არჩილ ბაკურაძე ერთი წლის განმავლობაში მისო-ების რაოდენობის 12% შემცირებას.

„ჩემი აზრით, ის სტრატეგია, რომ საფინანსო სექტორი ავაცილოთ ჭარბვალიანობის კრიზისს, წარმატებული არის და მე ვფიქრობ, ეკონომიკა მოკლევადიან პეიოდში შექმნილ სირთულეებს გადაიტანს. მე როგორც ვიცი, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დიალოგი გრძელდება. მთავრობა და ეროვნული ბანკი მკაცრად აკვირდებიან ბაზარზე არსებულ პროცესს და ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ გვექნება დადებითი შედეგი“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

შეგახსენებთ, რომ საზედამხედველო კაპიტალის ზრდამ, სესხებზე საპროცენტო განაკვეთზე დაწესებულმა ზედა ზღვარმა და კლიენტების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კრედიტის გაცემის აკრძალვამ ბაზრიდან რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გასვლა გამოიწვია.

იხილეთ გაგრძელება

myquiz