ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის საქართველოში | Allnews.Ge

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის საქართველოში

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება , - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გვაცნობეს. მათივე ცნობით, 2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში 719,140 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 611,152 შეადგინა, ზრდა +8.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 407,221 შეადგინა, რაც 53,385-ით მეტია 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.1%). აღნისნული ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩნენ:

რუმინეთი +132%,

შვედეთი +92%,

ნიდერლანდები +63%,

ლატვია +62%,

პოლონეთი +51%,

გერმანია +41%,

იტალია +37% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +77%, ჩინეთი +60%, ა შ შ +50%, ბელარუსი +35%, ყაზახეთი +34%, საუდის არაბეთი +30% და სხვა.

2018 წლის იანვარი-ოქტომბრის თვის მონაცემებით საქართველოში 7,507,517 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 6,258,261 შეადგინა, ზრდა +12.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,179,323 შეადგინა, რაც 621,783-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +17.5%) საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის იანვარი-ოქტომბერი)

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+23.7%), აზერბაიჯანიდან (+10.3%), სომხეთი (+0.2%) და თურქეთიდან (+14.3%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩნენ: ესტონეთი +85%, რუმინეთი +65%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +59%, გერმანია +51%, ესპანეთი +47%, ლატვია +44%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, იტალია +32% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +125%, ჩინეთი +84%, ბელარუსი +45%, ქუვეითი 34% და ისრაელი +32%. 2017 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელდა 7,902,509 ვიზიტი. 2011 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 3,115,527 ვიზიტს შეადგენდა. 2017 წელს მოგზაურების ვიზიტების წლიური რაოდენობა 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდამ +154% შეადგინა. 2012 წლიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები შემდეგნაირად გამოიყურება: 2012 წელი - 4,741,346; 2013 წელი - 5,734,898; 2014 წელი - 5,888,709; 2015 წელი -6,305,635; 2016 წელი - 6,719,975; 2017 წელი - 7,902,509.

ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-სექტემბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 438 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.6%-ია. 2017 წელს საქართველოში შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარს შეადგენდა. 2011 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 955 მლნ დოლარი იყო. 2017 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდამ 183% შეადგინა. 2012 წლიდან საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები შემდეგნაირად გამოიყურება: 2012 წელი - 1,4 მლრდ; 2013 წელი - 1,7 მლრდ; 2014 წელი - 1,8 მლრდ; 2015 წელი - 1,9 მლრდ; 2016 წელი - 2,1 მლრდ; 2017 წელი - 2,7 მლრდ დოლარი.

myquiz