რომელ ბანკს აქვს საქართველოში ყველაზე დიდი მოგება - ნახეთ ყველაზე მომგებიანი ბანკების ექვსეული | Allnews.Ge

რომელ ბანკს აქვს საქართველოში ყველაზე დიდი მოგება - ნახეთ ყველაზე მომგებიანი ბანკების ექვსეული

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2018 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში ექვსი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 554,816,917 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 603,386,884 ლარი იყო.

ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე მეტი მოგება "თიბისი ბანკმა" მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 261,928,375 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 449,414,846 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 55,107,465 ლარი შეადგინა.

მას მოსდევს "საქართველოს ბანკი", რომელსაც მე-3 კვარტლის მონაცემებით, 183,474,275 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 413,523,893 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა 3,466,090 გადაიხადა. იხილეთ ვრცლად

myquiz