1 ნოემბრიდან მოსალოდნელი საბანკო რეგულაციების გამო, ბანკები სესხებზე განაცხადებს ვერ აუდიან | Allnews.Ge

1 ნოემბრიდან მოსალოდნელი საბანკო რეგულაციების გამო, ბანკები სესხებზე განაცხადებს ვერ აუდიან

საბანკო სექტორში სესხებთან დაკავშირებით მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. როგორც მომხმარებლები ამბობენ, ამის გამო კონკრეტულად იპოთეკური სესხის დამტკიცების დრო საკმაოდ გაჭიანურებულია. Allnews.ge-სთან საუბარში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბანკებში სესხის დამტკიცების დაყოვნების მიზეზად მიღებული განაცხადების სიჭარბეს უსახელებენ. რეალურად, არის თუ არა დიდი მოთხოვნა სესხებზე და რას უკავშირებს ამას საბანკო სექტორი?

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე Allnews.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ რეგულაციების ამოქმედებამდე საბანკო პროდუქტებზე მოთხოვნა ცალსახად გაზრდილია.

"მას შემდეგ, რაც ხალხმა გაიგო, რომ პირველი ნოემბრიდან სესხებთან წვდომა შეეზღუდებათ, მოთხოვნა ცალსახად და მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქტიურობა განსაკუთრებით თვალშისაცემია ოქტომბრის თვეში. შესაბამისად ოქტომბერში, ამ მიმართულებით სეზონურთან შედარებით მეტ ზრდას ველოდებით", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

პირად საუბარში მომხმარებელთა მომართვიანობის სიჭარბეს გაუსვა ხაზი "საქართველოს ბანკის" წარმომადგენელმაც. მისი განმარტებით, სესხის დამტკიცების ვადა ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, გახანგრძლივდეს, რისი მიზეზიც სესხებთან დაკავშირებით მომხმარებლების უჩვეულოდ დიდი დაინტერესებაა.

myquiz