ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან - ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის | Allnews.Ge

ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან - ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის

პირველი სექტემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის წესები იცვლება და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება.

იცვლება ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმებისა და საურავების ოდენობაც. სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო, მსესხებლისთვის ხელშეკრულებით დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა, დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

რას გულისხმობს ახალი რეგულაცია და რა იცვლება ფინანსური სექტორის მომხმარებლებისთვის სექტემბრიდან - AMBEBI.GE ამ თემაზე სპეციალისტებს ესაუბრა.

"საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტი - ანი ალიბეგაშვილი:

სესხის აღებისას ფინანსური ორგანიზაციის მიერ ხდება წლიური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთების დაანგარიშება. ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთისგან განსხვავდება.

წლიური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში და ასახავს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს, მაგრამ არ ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ხარჯებს (როგორიცაა მაგალითად: სესხის დამტკიცებისა და დაზღვევის საკომისიო, ასევე, სესხის გატანის საკომისიო და ა.შ.), ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს. ფინანსური ხარჯი კი აუცილებლად მოიცავს, როგორც ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, ასევე სესხის დამტკიცებისა და დაზღვევის, სესხის გატანის საკომისიოს, სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს, და ა.შ.

ახალი რეგულაციებით სწორედ ეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ანუ მომხმარებლის მიერ სესხის აღებისას გაწეული ნებისმიერი სახის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს. კომერციული ბანკების შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ სალომბარდე სესხების შემთხვევაში იყო 50%-ზე მაღალი და 97-98% იყო. შესაბამისად, სექტემბრიდან ბანკებს ამ განაკვეთის შემცირება მოუწევთ. იხილეთ გაგრძელება

myquiz