კომერციულმა ბანკებმა 6 თვეში ჯარიმებით 38 796 157 ლარის შემოსავალი მიიღეს | Allnews.Ge

კომერციულმა ბანკებმა 6 თვეში ჯარიმებით 38 796 157 ლარის შემოსავალი მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 38 796 157 ლარის შემოსავალი მიიღეს.

კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი - 13 666 962 ლარი, "თიბისი ბანკმა" მიიღო, მეორე ადგილზეა "საქართველოს ბანკი" - 10 126 645 ლარით.

მესამე ადგილზე "ლიბერთი ბანკია", რომელმაც 2018 წლის ორ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 6 730 640 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - "კრედო" 2 492 860 ლარი, ხუთეულშია ასევე "ფინკა ბანკიც" - 1 426 764 ლარის შემოსავლით.

"ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში ჯარიმებით მიღებული თანხა 18 038 840 ლარს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე კვარტალში ბანკებს ჯარიმებისგან შემოსავალი 20,7 მლნ ლარით, 100%-ზე მეტად გაეზარდათ.

ფინანსისტების თქმით, ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. აღნიშნული მონაცემები კი საქართველოში ბანკების მიერ დაწესებულ ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს.

myquiz