საქართველოში მოსახლეობის 21.9% სიღარიბის ზღვარს ქვევითაა | Allnews.Ge

საქართველოში მოსახლეობის 21.9% სიღარიბის ზღვარს ქვევითაა

საქართველოში მოსახლეობის 21.9% სიღარიბის ზღვარს ქვევითაა. ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2017 წლის მონაცემები.

საქსტატის ცნობით, სოფლად (26.6%) უფრო მეტი ადამიანია სიღარიბის ზღვარს ქვევით, ვიდრე ქალაქში მცხოვრები (18.6%).

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 22% იყო.

myquiz