საქართველოში აზარტულ თამაშებში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე კვებაში | Allnews.Ge

საქართველოში აზარტულ თამაშებში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე კვებაში

საქართველოში მოქალაქეები (როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი პირები) აზარტულ თამაშებში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე კვებაში, საწვავში და ა.შ.

სტატისტიკის სამსახურის მიერ "ბიზნესპრესისთვის" მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვამ (სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და ა.შ.) 4,094 მლრდ ლარი შეადგინა.

ამასთან, საწვავის ბაზრის ბრუნვა (საცალო ვაჭრობა, საავტომობილო სათბობით სპეციალიზებული მაღაზიების) შეადგენს 2,343 მლრდ ლარს.

რამდენი ლარით აღემატებოდა სათამაშო ბიზნესის ბრუნვა რესტორნებისა და სასტუმროების მთლიან ბრუნვას

myquiz