ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვები მცირდება | Allnews.Ge

ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვები მცირდება

ტექნიკის ბაზარი გაყიდვების შემცირებას ელოდება. კომპანიებში პროგნოზირებენ, რომ ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც შემოსავლების დადასტურების გარეშე კომერციულ ბანკებს სესხის გაცემა (განვადება) ეზღუდებათ, ტექნიკის ბაზარზე გაყიდვებს საშუალოდ 10%-ით შეამცირებს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდათ. ეს იმას გულისხმობს, რომ თვითდასაქმებულებს - ძიძებს, რეპეტიტორებს, ტაქსის მძღოლებს, პროფილაქტიკის ხელოსნებს, რომელთა შემოსავალიც ოფიციალურად არ ფიქსირდება, სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დასჭირდებათ. ამასთან, განსაზღვრულია ლიმიტი, თუ რა ოდენობის სესხის მიღება შეეძლებათ თვითდასაქმებულებს.

გარდა იმისა, რომ თვითდასაქმებულებს კომერციული ბანკიდან სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა დასჭირდებათ, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთების ან ტექნიკის განვადების წესით შეძენის დროსაც, იგივე პრინციპები იმოქმედებს.

"ბიზნესპრესნიუსი" ტექნიკის რამდენიმე მსხვილ მაღაზიას დაუკავშირდა და გაარკვია, ხომ არ იქონია ახალმა რეგულაციამ მათი კომპანიების გაყიდვებზე გავლენა და რა პროგნოზები აქვთ სამომავლოდ.

როგორც "ტექნო ბუმის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რეგულაციის შედეგად, არის მოლოდინი, რომ გაყიდვები დაახლოებით 10%-ით შემცირდება.

„ჯერ შეფასება ნაადრევია, მაგრამ ეს შეზღუდვა ნეგატიურ გავლენას აუცილებლად მოახდენს, როგორც მომხმარებელზე, ასევე კომპანიაზე. თუკი ბიზნესს მომზადების პერიოდი ექნებოდა, მაშინ ამ რეგულაციას ნაკლებად მტკივნეული შედეგი მოჰყვებოდა. ბიზნესს და ბანკებს ადაპტაციისა დრო არ ჰქონიათ. დაანონსებიდან ათ დღეში, გადაწყვეტილება უკვე ძალაში შევიდა. სავარაუდოდ, შედეგი იქნება ის, რომ გაყიდვები 10%-ით ან მეტით შემცირდება. ამ რეგულაციით ბიუროკრატია გაიზარდა, დამატებითი პროცედურების გავლა უწევთ თვითდასაქმებულ ადამიანებს იმისთვის, რომ ნივთი განვადებით შეიძინონ და ამის რამდენიმე შემთხვევა ჩვენს მაღაზიებში უკვე იყო, რომ ზედმეტ ბარიერებს წააწყდნენ“, - აღნიშნავს ანზორ ქოქოლაძე.

სხვა მაღაზიების წარმომადგენელთა კომენტარები იხილეთ აქ

myquiz