H&M-ის ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი ქუთაისში შეიკერება | Allnews.Ge

H&M-ის ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი ქუთაისში შეიკერება

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ქუთაისში ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. 17 მაისს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მხარდაჭერილ მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანას, შპს "ემჯიემტექს" ოფიციალურად გახსნის - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" სააგენტოდან "აწარმოე საქართველოში" აცნობეს.

"ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ 17 მაისიდან საწარმო პირველ შეკვეთას მიიღებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთი ცნობილი ბრენდული კომპანიისგან, როგორიცაა: H&M. კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს "ემჯიემტექსი" არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის Ottorose შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: H&M, Mango, Zara, Coast, Colveta, United Collors of Benneton, Oasis და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.

იხილეთ გაგრძელება bpn.ge

myquiz