ეროვნულმა ბანკმა მომდევნო ორი დღის ლარის გაცვლითი კურსი დაადგინა | Allnews.Ge

ეროვნულმა ბანკმა მომდევნო ორი დღის ლარის გაცვლითი კურსი დაადგინა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4495 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4495 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4512 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9098 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9226 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0128 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

myquiz