მდიდრები, შეძლებულები, საშუალო ფენა, ღარიბები და ღატაკები - როგორ ნაწილდება ქონება საქართველოში? | Allnews.Ge

მდიდრები, შეძლებულები, საშუალო ფენა, ღარიბები და ღატაკები - როგორ ნაწილდება ქონება საქართველოში?

Oxfam-ის უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიოში სულ რაღაც 9 ადამიანი იმაზე მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე პლანეტის 4 მილიარდი მცხოვრები.

საქართველოში კი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის აქტივები დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანის წლიურ შემოსავალს უტოლდება.

"საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის აქტივების ღირებულება (ქონება) საქართველოს ერთი მილიონი მოქალაქის წლიური ფულადი სახსრების ექვივალენტია", - ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ოფიციალურად ჰყავს ყველაზე მდიდარი ადამიანი - ეს არის საქარველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება მილიონერებს, მათი რაოდენობა 200-ს

აღწევს.

"საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ოფიციალურად არის ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება სხვა მილიარდერებს, სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ციფრს ასახელებენ. საშუალოდ 10-მდე ქართველ მილიარდერზე საუბრობენ. ასევე, წლების წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველოს 12 მილიარდერი ჰყავსო. თუმცა ოფიციალურად ეს დადასტურებული არ არის. ქართველ მილიონერებს რაც შეეხება, მათი რიცხვი დაახლოებით ორი ასეულია. ისინი მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ", - აღნიშნავს არჩვაძე.

რაც შეეხება ქვეყანაში ქონების გადანაწილების საკითხს, სოსო არჩვაძის ინფორმაციით, შესაბამისი ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს და უცნობია, ეროვნული ქონების რა ნაწილს ფლობენ მდიდარი ადამიანები. მისივე თქმით, საქართველოში დღემდე პრობლემად რჩება შემოსავლების უთანასწორო განაწილება.

"მართალია, ქონების გადანაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური კვლევა არ ტარდება, თუმცა ე.წ. ჯინის ინდექსის მიხედვით - შემოსავლების უთანასწორო განაწილების მაჩვენებელი - საკმაოდ "მოწინავე" ადგილებზე ვართ ეკვატორული და საჰარის სამხრეთ მდებარე ქვეყნების გვერდით. ამ მხრივ, როგორც წინა წლებში, უთანასწორობა საკმაოდ მაღალია. ყველაზე მდიდარი და ღარიბი მოსახლეობის 10-10%-ის საშუალო შემოსავალი რომ შევაფარდოთ ერთმანეთს, ორჯერ უფრო მაღალ მაჩვენებელს მივიღებთ, ვიდრე ეს არის გერმანიაში. ამის ერთ-ერთი გამოვლენა არის ის, რომ მიგრაციის სურვილი მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილი აქვს ეკონომიკურ ზრდას და სხვა დადებით მაჩვენებლებს ჩვენს ეკონომიკაში, მიგრაციის უარყოფითი სალდო არ შეცვლილა", - განმარტავს სტატისტიკოსი.

მისივე ინფორმაციით, თუკი ადრე ადამიანები შემოსავლების მიხედვით სამ ფენად იყოფოდნენ - მდიდრები, საშუალო ფენა და ღარიბები, ახლა ორი კატეგორია დაემატა - შეძლებულები და ღატაკები.

"იმისათვის რომ ვთქვათ, რამდენია პროცენტულად მდიდარი მოსახლეობა, ამისთვის უნდა გვქონდეს ერთგვარი სტანდარტი. მაგალითად, ის, რაც ამერიკელისთვის სიმდიდრედ ითვლება, ჩვენთან შეიძლება საშუალო მაჩვენებლად ჩაითვალოს.

წაიკითხეთ გაგრძელება bpn.ge-ზე

myquiz