H&M-ის, Zara-ს და სხვა ბრენდების მწარმოებელი კომპანია ქუთაისში ტანსაცმლის ფაბრიკას ხსნის | Allnews.Ge

H&M-ის, Zara-ს და სხვა ბრენდების მწარმოებელი კომპანია ქუთაისში ტანსაცმლის ფაბრიკას ხსნის

ქართულ-რუმინული კომპანია "ემჯიემტექსი" ქუთაისში ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის წარმოებას 2018 წლის აპრილის დასაწყისიდან შეუდგება, - ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის "აწარმოე საქართველოში" ვებგვერდი ავრცელებს.

"ემჯიემტექსი" კომპანია Ottorose-ს შვილობილია, რომელიც ტანსაცმელს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა H&M, Mango, Zara, Coast, Colveta, United Colors of Benetton, Oasis და სხვა.

პროექტის მიხედვით, "ემჯიემტექსი" წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს და ამოქმედების პირველ ეტაპზე 250 ადამიანს დაასაქმებს, სამომავლოდ კი 350 ადამიანის დამატებას გეგმავს.

ინვესტიციის მოცულობა საწყის ეტაპზე შეადგენს 1 200 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 2 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

myquiz