საქართველოში ბიზნესსექტორში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა | Allnews.Ge

საქართველოში ბიზნესსექტორში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა

2017 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1241,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 111,1 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 909,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 90,3 ლარით). ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იტყობინება.

კერძოდ, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1270.0 ლარი,

საშუალო ბიზნესი – 1378.6 ლარი,

მცირე ბიზნესი – 1132.7 ლარი.

ასევე საქსტატის ცნობით, 2017 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 47,3% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 11,2%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 9,7%- იანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 9,1%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,4%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3,9%- იანი წილით, ხოლო დარჩენილი 12,4% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

myquiz