ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღეში 120 მლნ დოლარი დაკარგა | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღეში 120 მლნ დოლარი დაკარგა

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რამდენიმე დღეში 0.12 მილიარდი დოლარი დაკარგა.

კერძოდ, 2018 წლის 7 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 5.80 მილიარდი დოლარია მაშინ როცა, 30 იანვრის მდგომარეობით მისი ქონება 5.92 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ამ დროისათვის ივანიშვილი მსოფლიოს 310-ე უმდიდრესი ადამიანია. ინდექსის თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი ხელოვნების ნიმუშები 1 მლრდ დოლარზე მეტადაა შეფასებული.

"ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა მან 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი კი საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს გაიყიდა. ერთი წლის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა", - იუწყება გამოცემა. იხილეთ ვრცლად

myquiz