საქართველოს რეგიონი, სადაც მოსახლეობის 40 პროცენტი ღარიბია | Allnews.Ge

საქართველოს რეგიონი, სადაც მოსახლეობის 40 პროცენტი ღარიბია

საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საარსებო შემწეობა 456 634 ადამიანმა მიიღო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-8 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის თითქმის 41%-ზე მეტი იღებს. რეგიორნში 31 000 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას კი 12 775 ადამიანი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 7,1% იღებს. რეგიონში 160 600 ადამიანი რეგისტრირებული, სახელმწიფო შემწეობის მიმღები კი 11 527 ადამიანია.

რაც შეეხება დედაქალაქს და სხვა რეგიონებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის იანვრის მონაცემებით, თბილისში საარსებო შემწეობას მიმღებთა რაოდენობა 99 074 ადამიანს შეადგენს, გურიაში - 18 020-ს, კახეთში - 51 419-ს, იმერეთში - 66 285, მცხეთა-მთიანეთში - 16 068-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 50 900-ს, ქვემო ქართლში - 43 893-ს, შიდა ქართლში - 48 280-ს, აჭარაში - 38 393-ს.

წყარო: bpn.ge

myquiz