მოსახლეობის დაახლოებით 30% დღეში 2 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს - საინტერესო ფაქტები ფულზე | Allnews.Ge

მოსახლეობის დაახლოებით 30% დღეში 2 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს - საინტერესო ფაქტები ფულზე

ფული - თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მის გარეშე არსებობა ვერ წარმოგვიდგენია. როდის შეიქმნა იგი? გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ფულის შესახებ.

პირველი ფული VII საუკუნეში ლიბიაში შეიქმნა. ეს იყო მონეტები, რომელიც ოქროსა და ვერცხლის შენადნობისგან დაამზადეს და მას "ელექტრონს" უწოდებდნენ. ეს იყო პირველი ფული მონეტის სახით.

პირველი ქაღალდის ფული კი მე-14 საუკუნეში, ჩინეთში შეიქმნა. ამის მიზეზი მონეტის საწარმოებელი ნედლეულის მწვავე დეფიციტი გახდა. ასე გადაწყდა მონეტების მაგივრად ნახატებიანი ქაღალდები გამოეყენებინათ.

მაგრამ მმართველების სიხარბემ და იმ ფაქტმა, რომ მათ შეეძლოთ იმდენი ფული დაებეჭდათ, რამდენიც მოესურვებოდათ, მისი ფასის შემცირება გამოიწვია. არ დარჩა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ მონეტები კვლავ დაბრუნებულიყო. თუმცა, ფაქტი ერთია - ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქაღალდის ფულს იყენებდნენ.

მე-19 საუკუნეში კი ალიასკაზე ფულისათვის ქაღალდის მაგივრად ტყავს იყენებდნენ. ასეთი ფული 1826 წლამდე გამოიყენებოდა.

რუსეთში იყო ყველაზე მსხვილი მონეტა "იმპერიალი", რომლის ღირებულება 10 რუბლს შეადგენდა, ხოლო წონა - 11,61 გრამს. მსოფლიოში ყველაზე მძიმე მონეტა კი ჩინეთში ჩამოასხეს. მისი წონა 5 კგ-ს შეადგენდა.

რაც შეეხება სხვა საინტერესო ფაქტებს ფულთან დაკავშირებით:

- დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 30% დღეში 2 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, დაახლოებით მილიარდი ადამიანი კი ერთ დოლარზე ნაკლებს.

- აშშ-ში გამოშვებული ფული, მონეტებისა და ბანკნოტების ჩათვლით, რომელიც ახლა მიმოქცევაშია, დაახლოებით 843 მილიარდ დოლარს შეადგენს. მაგრამ ეს მხოლოდ მიახლოებული რიცხვია, მისი ზუსტად დათვლა არავის შეუძლია.

- აშშ-ში ქაღალდის ფული 1861 წელს გაჩნდა. ამერიკაშიც, ისევე როგორც ჩინეთში, ქაღალდის ფულის შემოღების მიზეზი მეტალის დეფიციტი გახდა, ამ პერიოდში საჭირო იყო სამოქალაქო ომის დაფინანსება. პირველი ქაღალდის ფული აშშ-ში სახაზინო სხვენში დამზადდა.

- საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქაღალდის ფულის დასამზადებლად ბამბას (75%) და სელს (25%) იყენებენ. ამის საშუალებით ქაღალდის ფული მყარი გამოდის.

- რაც შეეხება კუპიურებს, მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი კუპიურა 500 ევროა.

- და ბოლოს, ფული მიკრობების ნამდვილი კერაა. ერთ კუპიურაზე მათმა რაოდენობამ შესაძლოა ასობით ათასს მიაღწიოს.

myquiz