გადასატანი კოტეჯების ქართული ბრენდი ბაზარზე ხვალიდან გამოჩნდება | Allnews.Ge

გადასატანი კოტეჯების ქართული ბრენდი ბაზარზე ხვალიდან გამოჩნდება

გადასატანი კოტეჯების ქართული ბრენდი Kote.ge, რომლის აწყობაც 25 წუთშია შესაძლებელი, ბაზარზე ხვალიდან გამოჩნდება.

კერძოდ, Kote.ge, თავის მომხმარებელს 16-17 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გამართულ ღონისძიებაზე Startup Expo უმასპინძლებს.

ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება კოტეჯისა და მისი შესაძლებლობების შეფასება.

დაათვალიერეთ საქართველოში წარმოებული პირველი გადასატანი კოტეჯის ინტერიერი

"ჩვენ ადგილზე გაგიწევთ კონსულტაციას და მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი მოთხოვნა და მივიღოთ შეკვეთები. ამასთან, მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ ურიგო მომსახურების ბარათები, ფასდაკლებები, საჩუქრები და სხვა სასიამოვნო შეთავაზებები,"-აცხადებენ Kote.ge-ში. იხილეთ ვრცლად

myquiz