ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაძლოა, გაზზე მომუშავე ავტომობილების 50% გაჩერდეს | Allnews.Ge

ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაძლოა, გაზზე მომუშავე ავტომობილების 50% გაჩერდეს

"ტექდათვალიერების პროცესი იმ ფორმით თუ წავიდა, როგორც მიდის, ავტოგაზის მოხმარება შემცირდება".

ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა "რადიო პალიტრას" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

მისივე თქმით, ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა,ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების 50% გაჩერდეს, რითაც ზოგადად ბუნებრივი აირის ბიზნესს სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

"ბუნებრივ აირს დაახლოებით 350-370 ათასი ავტომფლობელი მოიხმარს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ტექდათვალიერების პროცესი იმ ფორმით წავიდა რა ფორმითაც მიდის, ბუნებრივი აირის მოხმარება შემცირდება. რაც ბუნებრივი აირის კომპანიებზე ნეგატიურად იმოქმედებს, რადგან ამ სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული. საუბარია, დაახლოებით, 400-500 ათას დოლარზე, რაც ხშირ შემთხვევაში საბანკო კრედიტებთანაა დაკავშირებული. ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, აირბალონზე მომუშავე ავტომობილების 50% ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ავტომობილების ნახევარი გაჩერდა, ზოგადად ავტოგაზის ბიზნესს სერიოზული საფრთხე დაემუქრება," - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

წყარო: bpn.ge

myquiz