"ბანკ რესპუბლიკის" სერვისები 5 მაისიდან ხელმისაწვდომი აღარ იქნება, 6 და 7 მაისს შეიზღუდება "თიბისი ბანკის" რამდენიმე სერვისი | Allnews.Ge

"ბანკ რესპუბლიკის" სერვისები 5 მაისიდან ხელმისაწვდომი აღარ იქნება, 6 და 7 მაისს შეიზღუდება "თიბისი ბანკის" რამდენიმე სერვისი

"თიბისი ბანკისა" და "ბანკ რესპუბლიკის" გაერთიანებასთან დაკავშირებით, 5 მაისს, 18:00 საათიდან, "ბანკ რესპუბლიკის" სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება, "რესპუბლიკიდან" გამავალი გადარიცხვები კი შეჩერდება 5 მაისს, 16:00 საათიდან, - ამის შესახებ "თიბისი ბანკიდან" გვაცნობეს.

"თიბისი ბანკი" თხოვნით მიმართავს "ბანკ რესპუბლიკის" მომხმარებლებს, 5 მაისს, 17:30 საათამდე, ფილიალებიდან წაიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული "თიბისი ბანკის" ბარათები, რადგან 5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, "ბანკ რესპუბლიკის" ბარათები აღარ იქნება აქტიური.

"6 და 7 მაისს, "თიბისი ბანკის" რამდენიმე სერვისი, დროებით შეიზღუდება.

არ იმუშავებს "თიბისი ბანკის" ფილიალები, სერვის-ცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.

8 მაისიდან, "თიბისი ბანკის" ყველა სერვისი სრულად აღდგება, "ბანკ რესპუბლიკის" კლიენტები "თიბისი ბანკის" ბაზაში დაინტეგრირდებიან და შეუფერხებლად შეძლებენ მომსახურების მიღებას.

"თიბისი ბანკი" თხოვნით მიმართავს "ბანკ რესპუბლიკის" მომხმარებლებს, 5 მაისს, 17:30 საათამდე, წაიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული "თიბისი ბანკის" ბარათები ფილიალებიდან, რადგან 5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, "ბანკ რესპუბლიკის" ბარათები აღარ იქნება აქტიური. ანგარიშის ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს "თიბისი ბანკში" ახლად გახსნილ ანგარიშებზე. 8 მაისიდან ანგარიშებზე მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება "თიბისი ბანკის" და "ბანკ რესპუბლიკის" ყველა ფილიალში. დამატებითი ინფორმაციისთვის კლიენტებს შეუძლიათ მიმართონ "თიბისი ბანკის" ან "ბანკ რესპუბლიკის" სატელეფონო ცენტრს (+995 32 2 90 90 90 ან +995 32 2 27 27 27).

"თიბისი ბანკი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს, ტექნიკური გაერთიანების გამო, სერვისების დროებით შეფერხებისათვის. დეტალური ინფორმაცია, გაერთიანების შედეგად, პროდუქტებსა და მომსახურებებში განხორციელებულ ცვლილებებზე იხილეთ ბმულზე: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/q-a", - აღნიშნულია "თიბისი ბანკის" ინფორმაციაში.

myquiz