ეროვნული ბანკი მომხმარებელს სესხის კალკულატორს სთავაზობს | Allnews.Ge

ეროვნული ბანკი მომხმარებელს სესხის კალკულატორს სთავაზობს

გალარების პროგრამის დასრულების შემდეგ "საქართველოს ეროვნულმა ბანკმა" ლარისა და უცხოური ვალუტის სესხების პირობების შედარებისთვის ვებგვერდზე კალკულატორი განათავსა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სესხის მომსახურების ხარჯები ერთმანეთს შეადაროს.

კალკულატორი ასევე სავალუტო რისკსა და უცხოური ვალუტის სესხის მომსახურების დამატებით ხარჯებსაც ითვალისწინებს. "ეროვნული ბანკის ინფორმაციით," შედარების კალკულატორის პროგრამა ერთჯერადი არ არის და მომხმარებლებს მისი საშუალებით სარგებლობა მუდმივად შეეძლებათ.

შედარებითი კალკულატორის შეთავაზებასთან ერთად, "ეროვნული ბანკი" მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ სესხის ეროვნულ ვალუტაში აღება მომსახურების ხარჯების გაცილებით მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფს, ვიდრე უცხოური ვალუტის სესხი.

შეგახსენებთ, რომ დოლარში აღებული სესხის გალარების ორთვიანი პროგრამა 17 მარტს დასრულდა, რის შედეგადაც დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარამდე სესხი გალარდა. ასევე, ამ ეტაპზე ლარის დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენცაია შეინიშნება, რადგან 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,43 ლარია.

ლარისა და უცხოური ვალუტის შედარების კალკულატორი იხილეთ აქ

myquiz