რატომ ვართ ღარიბები? - გიორგი ქადაგიძის არითმეტიკა | Allnews.Ge

რატომ ვართ ღარიბები? - გიორგი ქადაგიძის არითმეტიკა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, სახელით "(არცთუისე) მხიარული მათემატიკა".

1. საქართველოს მოსახლეობაა 3,7 მილიონი ადამიანი

2. აქედან სამუშაო ძალა 2 მილიონი ადამიანი

3. აქედან დასაქმებულად ითვლება 1,77 მილიონი

4. აქედან 1 მილიონი თვითდასაქმებულია

5. აქედან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია 270 ათასი

გამოვიდა რომ მთლიანად არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა და გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა არის 500 ათასი ადამიანი.

500 ათასი გადასახადის გადამხდელი ინახავს 3,2 მილიონ საქართველოს მოქალაქეს. ერთი გადამხდელი ინახავს დამატებით 6 (აქედან 3 შრომისუნარიან) მოქალაქეს.

კითხვა?

ღარიბები ვართ იმიტომ რომ 500 ათასი გადამხდელი ცოტაა, თუ ღარიბები ვართ იმიტომ რომ 500 ათასი გადამხდელი ცოტას იხდის გადასახადის სახით?

მემგონი ძალიან მარტივია პასუხი, მხოლოდ მათემატიკა.

myquiz