ZARA-ს ტანსაცმელი შესაძლოა გურიაში შეიკეროს | Allnews.Ge

ZARA-ს ტანსაცმელი შესაძლოა გურიაში შეიკეროს

გურიაში შესაძლოა ZARA-ს ბრენდის სამოსის წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ განუცხადა.

ოზურგეთში მსოფლიოში ცნობილი ბრენდის სამოსის სამკერვალო ფაბრიკის აშენებით თურქული კომპანია ENA Textile-ი დაინტერესდა, რომლის წარმომადგენელიც უკვე იმყოფებოდა გურიაში.

როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენელმა სეჩიმ სარანდიმ, ოზურგეთში რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაათვალიერა, სადაც შესაძლოა სამკერვალო ფაბრიკა განთავსდეს. ოზურგეთში არსებული შენობა-ნაგებობის მფლობელებთან შეთანხების შემდეგ კი, რამდენიმე კვირაში გადაწყდება, განახორციელებს თუ არა კომპანია ამ პროექტს გურიაში.

 ENA Textile-ი ოზურგეთში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

საწარმო, რომელშიც ათასამდე ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდება, 2-3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება.

წყარო:bpn.ge

myquiz