საქართველოში ავტოგაზი გაძვირდა | Allnews.Ge

საქართველოში ავტოგაზი გაძვირდა

საქართველოში ავტოგაზის ფასმა ბოლო პერიოდში მკვეთრი ცვლილება განიცადა.

სამი კვირის განმავლობაში გაზგასამართ სადგურებში გაზი 10, რიგ შემთხვევაში კი 15 თეთრით გაძვირდა. ამ ეტაპზე 1კბ/მ გაზის ფასი დედაქალაქში 1, 15 ლარი ღირს.

სპეციალისტები ქვეყანაში გაზის ფასის მატებას არ ელოდებოდნენ. როგორც კომპანია "აირბალონის" ხელმძღვანელი ნოდარ რამიშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, შექმნილ სიტუაციაში გაზის გაიაფებაც კი იყო ნავარაუდევი.

"რატომ გაძვირდა, მიზეზი ჩემთვის უცნობია. უფრო სწორად, ამის გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. ვინაიდან საქართველოში გაზის შემომტანი ერთადერთი კომპანია "სოკარია", რომელიც ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს, ის აყალიბებს ფასსაც ბაზარზე. შეიძლება ითქვას, მომენტი სწორად გამოიყენა. ტურისტულ სეზონზე გაზი მნიშვნელოვნად გააძვირა,"-ამობს რამიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ზაფხულში გაზი, როგორც წესი, ყოველთვის იაფდებოდა. რამიშვილის თქმით, მთელ მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასსა და ბენზინს შორის არსებობს თანაფარდობა და გაზს ბენზინთან შედარებით მესამედი ფასი აქვს. მისი განმარტებით, თუ ასე გაგრძელდა საქართველოში გაზის ღირებულება მალე ბენზინისას გაუტოლდება. იხილეთ გაგრძელება

myquiz