ბაზარზე "არაჟნისებრ" და "ხაჭოსებრ" პროდუქტებს ვეღარ შეიძენთ | Allnews.Ge

ბაზარზე "არაჟნისებრ" და "ხაჭოსებრ" პროდუქტებს ვეღარ შეიძენთ

რძის პროდუქტების მწარმოებლებს ტექნიკური რეგლამენტის თანახმად მიცემული 1 წლიანი ვადა ამოეწურათ. რაც იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ბაზარზე "არაჟნისებრი", "ხაჭოსებრი", "კარაქისებრი" და "მაწონისებრი" დასახელებების პროდუქტს უკვე 9 დღეა ვეღარ შეხვდებით.

შეგახსენებთ, რომ რძის შესახებ ნაწილობრივი რეგულაცია 2015 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. რაც იმას ნიშნავს რომ სახელწოდებები არაჟანი, მაწონი, კარაქი და ხაჭოს გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ გამოეყენებინათ, თუკი პროდუქტი 100%-ით რძის ცხიმზე იყო დამზადებული. წელს კი, პროდუტზე რეგლამენტი სრულად ამოქმედდა და მწარმოებლებს განსხვავებული სახელწოდებების მოფიქრება მოუწევთ.

როგორც ALLNEWS-სთან საუბრისას "მომხმარებელთა ფედერაციის" თავმჯდომარე მადონა კოიძე ამბობს, ამ რეგულაციის ამოქმედებით მომხმარებელი საკვებ პროდუქტზე სრულყოფილ ინფორმაციის მიიღებს და ადვილად შეძლებს გაარჩიოს არის თუ არა პროდუქტი 100%-ით ნატურალური.

"თუკი მცენარეული ცხიმი არის გამოყენებული არაჟანში მაწონში, ხაჭოში და კარაქში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთ პროდუქტს დაერქვას ეს სახელწოდებები.

ამ დასახელებების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პროდუქტი 100%-ით რძის ცხიმზეა დამზადებული.

დღესდღეისობით ბევრმა ბიზნეს ოპერატორმა საერთოდ უარი თქვა მსგავსი პროდუქტის დამზადებაზე და მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს აწარმოებს." - განაცხადა კოიძემ.

გარდა ზემოთ დასახელებული სახელწოდებებისა, მწარმოებლებს ერთი წელი ჰქონდათ იმისათვის, რომ მათთვის სასურველი სახელწოდება მოფიქრებინათ.

myquiz