FIFA საფეხბურთო მატჩის ხანგრძლივობის 60 წუთამდე შემცირებაზე მსჯელობს | Allnews.Ge

FIFA საფეხბურთო მატჩის ხანგრძლივობის 60 წუთამდე შემცირებაზე მსჯელობს

ფეხბურთის ასოციაციაციის საერთაშორისო საბჭომ (International Football Association Board, IFAB) ფეხბურთის თამაშის წესების გაუმჯობესების მიზნით, ახალი წინადადებები გამოაქვეყნა. დოკუმენტი ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

ერთ-ერთი იდეა მატჩის ხანგრძლივობის 90-დან "სუფთა დროის" 60 წუთამდე შემცირებას ითვალისწინებს. "სუფთა დრო" ნიშნავს, რომ როგორც კი ბურთი მოედნის ფარგლებს დატოვებს, წამზომი გაჩერდება, ისე როგორც ეს კალათბურთისა და ჰოკეის შემთხვევაში ხდება.

გარდა ამისა, IFAB-ი მომხრეა დაინიშნოს პენალტი იმ შემთხვევაში, თუკი მეკარე საკუთარი საჯარიმო მოედნის ფარგლებში, თანაგუნდელის პასის შემდეგ, ბურთს ხელში აიღებს. IFAB-ის აზრით, მოედნიდან უნდა გაძევდეს ფეხბურთელი, რომელიც განზრახ გაიტანს გოლს ხელით ან გააჩერებს ხელით ბურთს საკუთარი კარის ხაზზე. თუკი ფეხბურთელი ბურთს ხელით კარის ხაზიდან მოიგერიებს, წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ასეთ შემთხვევაში გოლი დაფიქსირდება.

IFAB-ი არის ორგანიზაცია, რომელიც ფეხბურთის თამაშის წესებს არეგულირებს. მასში ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA), ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციების წარმომადგენლები შედიან.

myquiz