როდისაა ყავის დასალევად საუკეთესო დრო | Allnews.Ge

როდისაა ყავის დასალევად საუკეთესო დრო

ყავა დილის ყველაზე პოპულარული სასმელია. ზოგიერთისთვის ყავის გარეშე დღის დაწყება წარმოუდგენელია. ბევრს ფინჯანი ყავა ცივ შხაპზე ნაკლებად როდი აფხიზლებს. თუმცა, ავსტრალიელი დიეტოლოგების აზრით, დილის ყავის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია.

არსებობს ამ სასმელის მღების უფრო შესაფერისი დრო. დილით ყავის მოხმარება ხდება ორგანიზმში სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის მომატებული კონცენტრაციის ფონზე. ეს უკანასკნელი კი ყავის ეფექტურობას აქვეითებს. ყავის მიღება უმჯობესია 10:00-დან 12:00 საათამდე, როდესაც ჰორმონის კონცენტრაცია ქვეითდება.

სასმელის ბოლო მიღება უნდა მოხდეს 14:00 საათზე. დღის მეორე ნახევარში ყავა ჩაით უნდა ჩავანაცვლოთ.

ჩაანაცვლეთ ყავა დილით ფორთოხლის წვენით - როგორ უნდა ვიკვებოთ თუ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა გვაქვს?

ყავაზე დამოკიდებულება სხვადასხვანაირია. კომფორტული დასვენების უზრუნველსაყოფად, კოფეინის მიღება არაა რეკომენდებული დაძინებამდე 6 საათით ადრე. დღეში 400მგრ კოფეინზე მეტის მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ეს 2 ჭიქა ყავის ექვივალენტია.

წყარო: mkurnali.ge

myquiz