როგორ გადავრჩეთ თუ ხანძრის დროს მაღალსართულიან შენობაში ვიმყოფებით | Allnews.Ge

როგორ გადავრჩეთ თუ ხანძრის დროს მაღალსართულიან შენობაში ვიმყოფებით

ხანძარი ლონდონში გრენფელ-თაუერის საცხოვრებელ კომპლექსში ღამით გაჩნდა, როდესაც მაცხოვრებლების უმეტესობას სავარაუდოდ ეძინა. ქალაქის ოფიციალური წარმომადგენლების მტკიცებით, ცეცხლის გაჩენის მომენტისთვის, შენობაში შეიძლება 600-მდე ადამიანი ყოფილიყო. ამ დროისთვის, ცნობილია რომ ხანძრის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა. 18 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აუცილებელია ვიცოდეთ გეგმა, რომელსაც ხანძრის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, მივყვებით და თავის გადარჩენას შევძლებთ.

რა უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, როდესაც ხანძარი ჩნდება?

გამოვიძახოთ სამაშველო და სახანძრო სამსახურები, ეს უნდა მოვახერხოთ ნებისმიერი გზით. თუ ჩვენს შესახებ არ იციან, არც გადარჩენას შეეცდებიან.

როგორია შემდეგი ნაბიჯი?

ხანძრის დროს ყველაზე საშინელი არა იმდენად ცეცხლია, რამდენადაც კვამლი და ნახშირბადის მონოქსიდი, რომელსაც ვერსად დაემალებით. მას არ აქვს არც ფერი არც სუნი. სახლის დატოვებისას თან უნდა წავიღოთ მხოლოდ დოკუმენტები, ფული, მოსასხამი.

უნდა ვეცადოთ ჩავიდეთ ქვემოთ, რადგან წვის შედეგად გამოყოფილი მავნე აირები ზემოთ მიდის.

თუ ხანძარი ქვედა სართულზეა, ან ბინიდან ვერ გადიხართ, რადგან ცეცხლი უკვე კიბესაც მოედო, ბინის ყველა სივრცე სველი ნაჭრით ამოქოლეთ, დახურეთ ფანჯრები, თუ შესაძლებლობა გაქვთ გადით აივანზე.

რა არ უნდა გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში?

მაღალსართულიანი სახლები ჩვეულებრივ აღჭურვილია ლიფტებით, თუმცა, ხანძრის დროს, მათი გამოყენება კატეგორიულად იკრძალება. იმისთვის რომ ცდუნებას არ აჰყვეთ, ყველა ლიფტი პირველ სართულზე უნდა ჩავიდეს, კარი გაიხსნას და დაიბლოკოს. ამ დროს არ ღირს ცეცხლმაქრის აღება და ხანძართან დამოუკიდებლად ბრძოლა, მისი გამოყენება რეალურად ასი ადამიანიდან შეიძლება მოლოდ ორმა ან სამმა იცოდეს, დრო კი მიდის.

რა უნდა გვქოდეს სახლში, რომ ხანძრისგან თავი გადავირჩინოთ?

დროა, ყველა ბინაში იყოს ერთი ცეცხლმაქრი მაინც.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ის სანდო ადგილას უნდა იყო შეძენილი. უსარგებლო არც ბინის სახანძრო ონკანი იქნება, რომლის სიგრძე ბინის ფართობის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული, რათა ის სახლის ყველა კუთხეს მისწვდეს. მნიშვნელოვანია, თავი დავიცვათ წვის შედეგად გამოყოფილი მავნე აირებისგან, ამიტომ სახეზე სველი მატერია უნდა ავიფაროთ და ხანძრის ეპიცენტრის დაუყოვნებლივ დატოვება ვცადოთ.

myquiz