განვითარებულ ქვეყნებში საპენსიო ასაკი 70 წლამდე უნდა გაიზარდოს | Allnews.Ge

განვითარებულ ქვეყნებში საპენსიო ასაკი 70 წლამდე უნდა გაიზარდოს

განვითარებულ ქვეყნებში საპენსიო ასაკი 2050 წლისთვის 70 წლამდე უნდა გაიზარდოს, რადგან ამ ადგილებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მალე 100 წელს გადააჭარბებს- ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში.

სპეციალისტების მოსაზრებით, ისეთ ქვეყნებში, როგორიც გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და კანადაა, ადამიანები უფრო დიდ ხანს უნდა მუშაობდნენ ვიდრე აქამდე. ექსპერტების თქმით, მსგავსი ზომების გატარება აუცილებელია, რადგან 2050 წლისთვის 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა გასამმაგდება და 2,1 მილიარდ ადამიანს შეადგენს. იმ დროისთვის დასაქმებული ადამიანების პენსიონრებთან თანაფარდობა ორჯერ შემცირდება.

სპეციალისტების განმარტებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის სავარაუდო მატება, სირთულის მიხედვით, კლიმატის ცვლილებას უტოლდება, რომელიც შესაბამის ღონისძიებების გატარებას მოცემული მომენტიდან საჭიროებს.

myquiz